Sunday, May 21, 2017

9 აპრილი

28 წლის წინ , ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა . 9 აპრილი დღე ,  როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. მართალია ეს მოვლენა ჩემს დაბადებამდე იყო თუმცა მე ის ისევე მტკივა და მიხარია, როგორც თითოეულ იქ მყოფ ქართველს .  ჩემი კვლევა მინდა მივუძღვნა იმ დიდებულ ქართველებს, რომლებიც ამ მოვლენას შეეწირა და ჩემი  მწირე ინფორმაციით პატივი მივაგო მათ ხსოვნას.
    1989 წლის 9 აპრილს , გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე , მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც . დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები , დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
     1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ეს დღე იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნული- განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის : "ისტორიაში დგება დიდებული წამები , როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე"...
   9 აპრილიდან ზუსტად 2 წლისთავზე , საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი...

No comments:

Post a Comment