Wednesday, May 24, 2017

დასკვნა

მე ამ კვლევამ საკმაოდ ბევრი ცოდნა შემმატა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით . მუშაობის და მასალების ძიების პროცესში მრავალი ახალი რამ გავიგე 9 აპრილზე.   ეს მწუხარება  და თავისუფლების შეგრძნება ისევე განვიცადე , როგორც იქ მყოფმა  ყველა ქართველმა . ამ თემით კვლავ გავიხსენებთ 9 აპრილს გმირულად დაღუპულ ქართველებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მათი სამშობლოსადმი თავდადება უსაზღვროა და ისინი მუდამ დარჩებიან ქართველთა გულებში!!!..

Sunday, May 21, 2017

გამოყენებული მასალა

                           1)წიგნი "საბჭოთა ტერორი"
                     2)wikipedia.org
                     3)ambioni.ge
                     4)გამოყენებული ფოტო მასალა: burusi.ge



                       კვლევაზე მუშაობდა: 
                                          ანი სანოძე

სარჩევი

         

1) კვლევის მიზანი
2)მიტინგის დაწყების მიზეზები
3)წყაროები და ინტერვიუები
4)დაღუპულთა სია
5)ლექსები 9 აპრილზე 
6)მერაბ კოსტავას სიტყვა "9 აპრილის" შესახებ 
7)გამოყენებული მასალა
8)დასკვნა

9 აპრილი

28 წლის წინ , ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა . 9 აპრილი დღე ,  როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. მართალია ეს მოვლენა ჩემს დაბადებამდე იყო თუმცა მე ის ისევე მტკივა და მიხარია, როგორც თითოეულ იქ მყოფ ქართველს .  ჩემი კვლევა მინდა მივუძღვნა იმ დიდებულ ქართველებს, რომლებიც ამ მოვლენას შეეწირა და ჩემი  მწირე ინფორმაციით პატივი მივაგო მათ ხსოვნას.
    1989 წლის 9 აპრილს , გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე , მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც . დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები , დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
     1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ეს დღე იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნული- განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის : "ისტორიაში დგება დიდებული წამები , როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე"...
   9 აპრილიდან ზუსტად 2 წლისთავზე , საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი...
               



      9 აპრილი - ტრაგედია, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა         

მერაბ კოსტავას სიტყვა 9 აპრილის შესახებ

"ძმანო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე , ამ ტანჯვასა და ვაებაში , ამ სისხლის ღვრაში  პირველად ასე შეკრული , ასე მთლიანი წამოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე.."


ლექსი 9 აპრილზე




9 აპრილი

შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.
ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.
დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.


ნოდარ ჯალაღონია



სანამ იარსებებს ერი
თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,
გულს მაინც ტკივილი სერავს,
წლებია გასული, განცდილი ელდა კი
არ გაგვნელებია ჯერაც.
რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები
ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,
ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა
თითქოს და ზეციდან ისმის.
ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს,
ასობით მოწამლულ ქართველს...
თაყვანისცემა და პატივი, დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს... 
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით,
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება,
სანამ იარსებებს ერი

მანანა კაკაჩია

ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა



ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა


9 აპრილი

                                                 9 აპრილს დაღუპულები

                   აზა ადამია ,

                   ნათია ბაშალეიშვილი,
                   ეკა ბეჟანიშვილი,
                   ნატო გიორგაძე,
                   თამუნა დოლიძე,
                   თინა ენუქიძე ,
                   ნინო თოიძე ,
                   ზაირა კიკვიძე,
                    მანანა ლოლაძე ,
                    თამარ მამულიშვილი,
                    ვენერა მეტრეველი
                    მამუკა ნოზაძე,
                    ნანა სამარგულიანი ,
                    შ. ქვასროლიაშვილი
                    მარინა ჭყონია ,
                    ელისო ჭიპაშვილი ,
                    თამარ ჭოველიძე ,
                     ნოდარ ჯანგირაშვილი
                     მზია ჯინჭარაძე,
                     მანანა მელქაძე,
                     გია ქარსელაძე,
                   
           

Saturday, March 25, 2017

"თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები"

"თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები" როდის ხარ ადამიანი ღარიბი, როცა ძალიან გიჭირს მატერიალურად, თუ როდესაც არ გაგაჩნია ის ნაპერწკალი რასაც შენი მთელი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ადამიანი ცხოვრებისეული მიზნის გარეშე იგივეა , რაც წიგნი გულში ჩამღვრელი ინფორმაციის დამტევი ფურცლების გარეშე.                                                                                                                                                         არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც ჰგონიათ, რომ საკუთარი თავის პატრონები არიან , ქედმაღლურად აზროვნებენ და სხვის დარიგებას ყურს არ უგდებენ , რაც უფრო დიდ მიზნებს დაისახავენ , მით მეტი შანსი წარუმატებლობა განიცადონ; დაბრკოლება ბევრია , მიზანი რთული და ძნელად მისაღწევი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყეში , მით უფრო მეტი წინააღმდეგობა გხვდება და ისინი არათუ წინ არამედ უკან სვლას დაიწყებენ . ეს ყველაფერი მხოლოდ მათი გადამეტებული თავდაჯერებულობის ბრალია .                                                                                                                     მეორე მხრივ კი არის ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ დამოუკიდებლები,  თავისუფლები, თუმცა მათ ასეთ ცხოვრების წესში სხვა დამიანის ხელი იყოს ჩარეული , მაგალითად, დედა რომელიც ზრდის შვილს და ასწავლის ქვეყნის სიყვარულს,  ადამიანურ ღირებულებებს , ის პროვნება სმომავლოდ აუცილებლად ქნება მიზანდასახული თავისი აზრისა და სიტყვის დამცველი .                                                                    მიზანდასახული ადამიანის მაგალითია "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ავთანდილი.  მან თავისი ცხოვრების მსაზღვრელ მოტივად მეგობრობა და სიყვარული აირჩია . ძმობილი გასაჭირსი არ მიატოვა მისი ჭირ-ვარამის მოზიარე გახდა  და მისთვის დიდი განსაცდელის მიუხედავად დაბრკოლებებით სავსე მოგზაურობაში გადაეშვა . ნუთუ არ შეიძლება ასეთ ადამიანს ვუწოდოთ სიტყვის კაცი და თავისუფალი ადამიანი?!                                                                                                                                                         ან თუნდაც ილია ჭავჭავაძე, მან თავის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებასა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს , რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართული სახალხო ეროვნული სკოლისა  და ქართული პედაგოგიური მეცნიერების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას მტრებისგან ხელთ გმოგლჯილი ქართველობა და ქვყნის უკეთესობისა და გერთიანების ჟინი დაუბრუნა . ილიამ გაახსენა ქართველებს მამაპაპური ღირებულებები , ამით დიდი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში.                                                                            გავცდეთ ქვეყნის საზღვრებს , ალბათ ყველას წაგვიკითხავს ან თუნდაც გვსმენია თომას კენედის დოკუმენტური ნაწარმოები "შინდლერის სია" , რომელიც მოგვითხრობს ფაბრიკის მფლობელ , ნაცისტური პარტიის წევრ  ოსკარ შინდლერზე. მან ყველაფერი გასცა, რათა 1200-ზე მეტი ებრაელი დიდი რისკის ფასად სიკვდილს გადაერჩინა, კარგად გააცნობიერა ის საშინელება, რასაც ნაცისტური რეჟიმი ებრაელთა წინააღმდეგ ჩადიოდა . მან დაიწყო ხალხის დაცვა, ფაბრიკაში დაასაქმა ისინი და ამით უამრავი ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკში გამომწყვდევასა და სიკვდილს გადაარჩინა. ცხოვრების პრიორიტეტად ხალხის დაცვა არჩია  და ყველა ადამიანის გულში თავისი სახელი დატოვა. ოსკარ შინდლერის საფლავის ქვაზე დღესაც უამრავი ქვა აწყვია, რომელიც მადლიერმა ებრაელებმა დატოვეს. საფლავის ქვას გერმანულად აწერია "1200 დევნილი ებრაელის სიცოცხლის გადამრჩენელი , ვისაც დავიწყება არ უწერია."                                                     ასე რომ ადამიანები ქვეყანაზე იმიტომ ვჩნდებით, რომ ჩვენი ცხოვრებისეული მიზნით და მისწრაფებით რაღაც დავტოვოტ ამ წუთისოელში. არ გვაქვს იმის უფლება მთელი ცხოვრება უსაქმობით და უვიცობით გავლიოთ. ჩვენ გვაქვს დიდი ძალა, რომელსაც გამოყენება სჭირდება და არა საგულდაგულოდ შენახვა. ადამიანი უნდა იყოს თავდაჯერებული და მიზანდასახული, რათა შეძლოს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.                                                                                                                                        ერთ-ერთ განმანათლებელს უთქვამს : "დააკმაყოფილეთ ადამიანის ყველა სურვილი, ამასთან წაართვით მას ცხოვრების მიზანი და ნახავთ როგორი უბედური და არარაობა გახდება იგი"...