Wednesday, May 24, 2017

დასკვნა

მე ამ კვლევამ საკმაოდ ბევრი ცოდნა შემმატა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით . მუშაობის და მასალების ძიების პროცესში მრავალი ახალი რამ გავიგე 9 აპრილზე.   ეს მწუხარება  და თავისუფლების შეგრძნება ისევე განვიცადე , როგორც იქ მყოფმა  ყველა ქართველმა . ამ თემით კვლავ გავიხსენებთ 9 აპრილს გმირულად დაღუპულ ქართველებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მათი სამშობლოსადმი თავდადება უსაზღვროა და ისინი მუდამ დარჩებიან ქართველთა გულებში!!!..

Sunday, May 21, 2017

გამოყენებული მასალა

                           1)წიგნი "საბჭოთა ტერორი"
                     2)wikipedia.org
                     3)ambioni.ge
                     4)გამოყენებული ფოტო მასალა: burusi.ge



                       კვლევაზე მუშაობდა: 
                                          ანი სანოძე

სარჩევი

         

1) კვლევის მიზანი
2)მიტინგის დაწყების მიზეზები
3)წყაროები და ინტერვიუები
4)დაღუპულთა სია
5)ლექსები 9 აპრილზე 
6)მერაბ კოსტავას სიტყვა "9 აპრილის" შესახებ 
7)გამოყენებული მასალა
8)დასკვნა

9 აპრილი

28 წლის წინ , ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა . 9 აპრილი დღე ,  როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. მართალია ეს მოვლენა ჩემს დაბადებამდე იყო თუმცა მე ის ისევე მტკივა და მიხარია, როგორც თითოეულ იქ მყოფ ქართველს .  ჩემი კვლევა მინდა მივუძღვნა იმ დიდებულ ქართველებს, რომლებიც ამ მოვლენას შეეწირა და ჩემი  მწირე ინფორმაციით პატივი მივაგო მათ ხსოვნას.
    1989 წლის 9 აპრილს , გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე , მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც . დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები , დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
     1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ეს დღე იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნული- განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის : "ისტორიაში დგება დიდებული წამები , როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე"...
   9 აპრილიდან ზუსტად 2 წლისთავზე , საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი...
               



      9 აპრილი - ტრაგედია, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა         

მერაბ კოსტავას სიტყვა 9 აპრილის შესახებ

"ძმანო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე , ამ ტანჯვასა და ვაებაში , ამ სისხლის ღვრაში  პირველად ასე შეკრული , ასე მთლიანი წამოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე.."


ლექსი 9 აპრილზე




9 აპრილი

შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.
ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.
დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.


ნოდარ ჯალაღონია



სანამ იარსებებს ერი
თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,
გულს მაინც ტკივილი სერავს,
წლებია გასული, განცდილი ელდა კი
არ გაგვნელებია ჯერაც.
რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები
ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,
ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა
თითქოს და ზეციდან ისმის.
ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს,
ასობით მოწამლულ ქართველს...
თაყვანისცემა და პატივი, დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს... 
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით,
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება,
სანამ იარსებებს ერი

მანანა კაკაჩია