1989 წლის 9 აპრილს , გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე , მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც . დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები , დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ეს დღე იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნული- განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის : "ისტორიაში დგება დიდებული წამები , როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე"...
9 აპრილიდან ზუსტად 2 წლისთავზე , საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი...
No comments:
Post a Comment